ცნობილი ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის გამოსვლა დაასრულებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საჯარო დისკუსიების ციკლს "საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე"
ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა საქართველოში
26 November 2023
29 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, თბილისი) გაიმართება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საჯარო დისკუსიათა ციკლის „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ დასკვნითი შეხვედრა:
ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი
მომხსენებელი: თამთა მელაშვილი, მწერალი
ღონისძიება გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის ფარგლებში და UNDP-ის მიმდინარე კამპანიის ფარგლებში „იმოქმედე უფლებებისთვის!“
დასწრება თავისუფალია მედიისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
დარბაზი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ღონისძიების მსვლელობაში უზრუნველყოფილ იქნება თარგმანი ქართულ, ინგლისურ და ჟესტურ ენებზე.
დამატებითი ინფორმაცია
„საუბრები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე“ საჯარო დისკუსიების ციკლია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას და ამ მხრივ არსებული გამოწვევების წარმოჩენას ემსახურება. შეხვედრებში მონაწილეობენ უფლებადამცველები, ადამიანის უფლებათა ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები, ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დისკუსიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმთან პარტნიორობით.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org