Partnership for SDGs

თანამშრომლობა

გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან.

ჩვენი გამჭვირვალე საქმიანობა პარტნიორების ნდობას განაპირობებს, ინტელექტუალური და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ განვითარებისათვის საჭირო რესურსები, ინფორმაცია და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზა.

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ჩვენი საკვანძო პარტნიორია. გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს დარგობრივ სამინისტროებთან, რათა ხელი შეუწყოს რეფორმებსა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მხარი დაუჭიროს საქართველოს წარმატებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

კერძო სექტორი

კერძო სექტორი მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ინოვაციური მდგომების ხელშეწყობას, მეწარმეობის წახალისებასა და ფინანსური მხარდაჭერას. ეს თანამშრომლობა განაპირობებს მდგრად გადაწყვეტების დანერგვას და აჩქარებს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

სამოქალაქო საზოგადოება

ჩვენი თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს. ეს ქმედითი და ნაყოფიერი პარტნიორობა ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების ყველა სექტორზე, მათ შორის არასამთავრობო და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებზე, სოციალურ მოძრაობებზე, მოხალისეთა ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი პროგრამების განხორციელებაში და აქტიურად მონაწილეობენ ადვოკატირების ინიციატივებში.

მედია

ჩვენს თანამშრომლობას მედიასთან უზარმაზარი პოტენციალი აქვს მდგრადი განვითარებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოზიტიური ცვლილების მხარდაჭერისთვის. ამ პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობის შესახებ, ვამახვილებთ საზოგადოების ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე, ხმას ვაძლევთ დაუცველ და მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს და ვზრდით ჩვენი ინიციატივებისა და პროექტების გავლენას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

გაეროს განვითარების პროგრამა და გაერო

საქართველოში მოქმედ გაეროს ცხრამეტ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაეროს კოლექტიური მისიის წარმატებაში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად. ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა მშვიდობის, თანასწორობის, სოციალური ინკლუზიის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ღირებულებებს.