Photo: UNDP Georgia/Vladimir Valishvili

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად

მიმოხილვა

ევროკავშირი და გაეროს სამი სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით, ეხმარებიან საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. 

რას ვაკეთებთ

პროექტის მიზანია საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და ანალიზისთვის აუცილებელი შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებული აქცენტით სამრეწველო ემისიების რეგულირებაზე. 

პროექტის ძირითადი მიმართულებები:

  • ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ინფრასტრუქტურის გაძლიერება: ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება ჰაერის ხარისხის მართვის ზონებში, განსაკუთრებული აქცენტით ჭიათურაზე, სადაც მანგანუმის ღია კარიერული მოპოვების გამო, მანგანუმის შემცველი მტვრის "ტოქსიკური" დონე მაღალია.  
  • მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაუმჯობესება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოდელირებისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაუმჯობესება,  ისევე როგორც ჰაერის ხარისხის შემოწმების ხარისხისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
  • ჰაერის ხარისხის მოდელირება და შეფასება: პასუხისმგებელი ეროვნული სააგენტოების - გარემოს ეროვნული სააგენტოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) - ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და შეფასების მიმართულებით.
  • ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის შექმნა: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის შექმნასა და გამოყენებაში; ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება ანალიტიკური და ინტერკალიბრაციის აღჭურვილობის გამოყენებასა და შენარჩუნებისთვის. 
  • შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის გავრცელება: გადაწყვეტილების მიმღებთა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა ჰაერის ხარისხის, მათ შორის რისკების კომუნიკაციის შესახებ. ჰაერის ხარისხის მართვაში გენდერული და სოციალური თანასწორობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება. 
  • საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების (BAT) ტექნიკური რეგულირება:  BAT-ის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მიღება, რაც უზრუნველყოფს ფართო და ეფექტიან მარეგულირებელ ბაზას მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. 
  • BAT-ის წახალისების კვლევა: BAT-ის წახალისების კვლევის ჩატარება, და მისი ხელშეწყობისთვის კონკრეტული წინადადებებისა და სტრატეგიების წარდგენა.
  • BAT-ის საპილოტე პროექტი: BAT-ს შესახებ საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის ჩართულობაზე.
  • სამრეწველო ემისიების რეგულირების შესაძლებლობების გაზრდა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მრეწველობის სექტორის წარმომადგენლების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარება სამრეწველო ემისიების რეგულირებისა და  BAT-ს სფეროში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

29, ჭავჭავაძის გამზირი
თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირები

გიორგი დევიძე 
პროექტის მენეჯერი
giorgi.devidze@undp.org

ლიკა თერგიაშვილი
ადმინისტრაციული და ფინანსური ასისტენტი
lia.tergiashvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი 
nino.antadze@undp.org 

 

პროექტის შესახებ

სტატუსიმიმდინარე
დაწყების თარიღი1 იანვარი 2024                                                               
დასრულების თარიღი31 დეკემბერი 2027
საქმიანობის სფეროგარემოს დაცვა და ენერგეტიკა
პარტნიორებიUNDP, UNECE, WFP, UBA                                        
დონორიევროკავშირი
ბიუჯეტიEUR€ 4,000,000 

 

პროექტის დოკუმენტი