Human Rights Summer School 2023

ადამიანის უფლებები ყველასთვის. ფაზა 2

მიმოხილვა

“ადამიანის უფლებები ყველასათვის - მეორე ფაზა” ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR).

პროგრამა ეყრდნობა მისი პირველი ფაზის მსვლელობაში (2016-2019) მიღწეულ შედეგებს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

პროგრამა ხორციელდება 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,988,954 აშშ დოლარია.

რას ვაკეთებთ

პროგრამის მიზნების მისაღწევად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობენ. ჩვენი დახმარება შემდეგ სფეროებს მოიცავს:

  • ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი.
  • სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.
  • წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
  • ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში.
  • უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის ლბტქი+ თემის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა სოციალური ჯგუფების.

მოსალოდნელი შედეგები

  • შესაბამისი საჯარო უწყებების მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული  პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი.
  • სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების ეფექტიანი საქმიანობა, სამართალშემოქმედებითი და აღსრულების ფუნქციების განხორციელება ეფექტურად, გამჭვირვალედ და სათანადო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.
  • უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა როგორც კანონმდებლობით, ასევე სახელმწიფო და სოციალური პრაქტიკებით.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა გამონაკლისის გარეშე.
  • საზოგადოების ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა ადამიანის უფლებების ღირებულებათა მიმართ.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი

რუსუდან ტუშური
პროექტის მენეჯერი
rusudan.tushuri@undp.org

გიგი ბრეგაძე 
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

 

Impact

START DATE

December 2020

END DATE

December 2024

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

MPTF-JP GEO EU HR4 All Phase 2

NOR - MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$2,523,882

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2020$13,500

2021$371,785

2022$417,743

2023$739,835

2024$196,553

Full Project information