ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების გეგმა
მიმოხილვა
1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ, 2000 წელს კი მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ. ამ დოკუმენტებზე ხელის მოწერით, ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ორეტაპიანი გეგმის შესრულებაში.
რას ვაკეთებთ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს შეასრულოს მონრეალის ოქმის ვალდებულებები, თანდათან ხმარებიდან ამოიღოს წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არსებული კანონმდებლობა საშიში ნივთიერებების მოხმარების შესახებ. საქართველოში წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარება შეჩერდა 2013 წელს, 2015 წელს შემცირდა 10%-ით, ხოლო 2020 წელს შემცირდება 35%-ით.
შედეგები
- ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერება, წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადი 142ბ, დაგეგმილზე ოთხი წლით ადრე იქნა ამოღებული ხმარებიდან.
- შემუშავდა დანარჩენი ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ათწლიანი გეგმა, რომელიც 2011-2020 წლებში განხორციელდება.
- შევიდა ცვლილებები ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ არსებულ კანონმდებლობაში.
- მოხდა რამდენიმე მწარმოებლისათვის ოზონდამშლელ ნივთიერებებზე მომუშავე დანადგარების ჩანაცვლება ალტერნატიული მოწყობილობებით.
- შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი.
- უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების ოცი კომპანია.
- პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა გადამზადების კურსები.
- 800-მა ტექნიკოსმა და 200-მა მებაჟემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მაცივარაგენტების იდენტიფიცირების საკითხებში.
- ჩვიდმეტმა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე.
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი მაღაზიების კონსულტანტებმა გაიარეს პროფესიული ტრენინგი უსაფრთხო სამაცივრე ტექნოლოგიების გასაცნობად.
- 2014-2015 წლებში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კამპანია „მე ვიცავ ოზონს“, რომელიც მიზნად ისახავდა მწვანე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას საქართველოში.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები
ლალი თევზაძე
პროექტის მენეჯერი
lali.tevzadze@undp.org
ლიანა თურქია
ფინანსური ასისტენტი
liana.turkia@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია