საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა

მიმოხილვა

ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობა ღია და პასუხისმგებლიანი მთავრობის საწინდარია, რაც გაეროს გამოკითხვის „ჩემი სამყარო“ თანახმად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პრიორიტეტია. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებითა და ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მთავრობას(link is external) საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში. პროექტი ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებს და პასუხობს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის(link is external) ექვსი მიმართულებიდან სამს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

რას ვაკეთებთ

პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში, მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი ინსტრუმენტების შემოღებაში ტრეინინგების, საკონსულტაციო მხარდაჭერისა და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გზით.

ადამიანური რესურსების მართვა და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ: ჩვენ მხარს ვუჭერთ კარიერულ პრინციპზე დაფუძნებულ, ერთიან სტანდარტზე მორგებულ საჯარო სამსახურის შექმნას, რომელიც დაცულია სუბიექტური გადაწყვეტილებებისგან.

ჩვენ ხელს ვუწყობთ საჯარო სამსახურის რეფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან სტანდარტზე მორგებულ სასწავლო პროგრამების სისტემის შემოღებას; ეფექტურ საერთაშორისო მოდელებზე დაფუძნებულ მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას; საჯარო სამსახურში დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ინსტრუმენტების შემოღებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის. 

სახელმწიფო სერვისების მიწოდება: სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სახელმწიფო სერვისების სფეროში არსებული მიღწევების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ ონლაინ სერვისების მზარდ მოხმარებას ელექტრონული პლატფორმების გაუმჯობესების გზით.

ჩვენი საქმიანობა

UNDP ეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს შემდეგი მიმართულებებით:   

  • საერთო სტანდარტებზე მორგებული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემოღება და ახალი თანამშრომლებისათვის საორიენტაციო კურსის დანერგვა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად.
  • საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესება.
  • საჯარო მოხელეთა სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
  • დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება შრომითი დავების მეტად ეფექტიანი მოგვარების მიზნით.
  • სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება პასუხისმგებლობის გაზრდისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე უკეთ მორგების გზით ინოვაციური და თანმიმდევრული მეთოდოლოგიების გამოყენების მეშვეობით.
  • ელექტრონულ მმართველობაზე ცნობიერების ამაღლება და ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • ცოდნის ბაზის სისტემის შექმნა წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი რეპლიკაციის მიზნით, ქვეყნის შიგნით და გარეთ.
  • ორგანიზაციებისათვის ღია ექსპერიმენტული სივრცეების(link is external) შექმნა პოლიტიკის კვლევის დოკუმენტებისა და მცირე გრანტების კონკურსების გამოცხადების გზით. ინოვაციური საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან ერთად, ეს კომპონენტი ემსახურება ადგილობრივი ექსპერტიზის მოზიდვასა და გაძლიერებას, რაც, თავის  მხრივ, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებულ განხორციელებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა 
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნანა წიკლაური
პროექტის მენეჯერი
nana.tsiklauri@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
​​​​​​​gigi.bregadze@undp.org 

 

Impact

START DATE

July 2016

END DATE

December 2022

STATUS

დასრულებული

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO -Government Administration

DONORS

DEPARTMENT FOR INTERNATIONAL DEVELOPMENT (DFID)

TOTAL CONTRIBUTIONS

$6,627,916

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2016$225,539

2017$1,453,173

2018$1,494,904

2019$1,403,144

2020$1,178,990

2021$328,108

Full Project information(link is external)

დამატებითი ინფორმაცია


Active filters: