ექსპორტის სამართლებრივი საკითხები: სახელმძღვანელო და მოკლე გზამკვლევი. 2025
ექსპორტის სამართლებრივი საკითხები: სახელმძღვანელო და მოკლე გზამკვლევი. 2025
25 მარტი 2025
სახელმძღვანელო და მოკლე გზამკვლევი “ექსპორტის სამართლებრივი საკითხები” შეიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ექსპორტიორებისთვის.
ვრცელი სახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე საშუალებას ექსპორტის ხელშეკრულების მოლაპარაკებების დაწყების, სწორად წარმართვისა და წარმატებით დასრულების პროცესში. ხოლო მოკლე გზამკვლევში თავმოყრილია პრაქტიკული რჩევები ექსპორტის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებზე.
ამ რესურსების დახმარებით, ქართული ბიზნესი შეძლებს გაერკვეს ექსპორტის ხელშეკრულების სამართლებრივ ნიუანსებში და თავდაჯერებულად გადადგას ნაბიჯი ევროპულ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებისკენ.
პუბლიკაციები მომზადებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ ფარგლებში.