ბიომასის წარმოება და გამოყენება საქართველოში
ბიომასის წარმოება და გამოყენება საქართველოში
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების მხარადჭერა მუნიციპალურ სექტორში
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი მექანიზმი (GEF) ხელს უწყობენ განახლებადი ენერგიის ადგილობრივი რესურსების მოძიებასა და გამოყენებას საქართველოში.
რას ვაკეთებთ
ჩვენი მიზანია წიაღისეული საწვავიდან ბიომასაზე გადასვლის ხელშეწყობა მუნიციპალური მომსახურების სექტორში და ბიომასის ადგილობრივი წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერა. ბიომასის წარმოება და გამოყენება ხორციელედება საინვესტიციო გრანტების მეშვეობით, რომელთა მიზანია ადგილობრივი ბაზრის სტიმულირება. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
შედეგები
- ბიომასის საპილოტე საწარმოების შექმნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
- ბიო საწვავზე მომუშავე 10 გამათბობელი სისტემის გახსნა თბილისში.
- კერძო სექტორის დაინტერესების გაზრდა ბიოსაწვავის ადგილობრივ წარმოებაში.
- საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ბიოსაწვავის გამოყენების უპირატესობების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
სტატუსი | დასრულებული |
დაწყების თარიღი | ივნისი 2013 |
დასრულების თარიღი | დეკემბერი 2016 |
საქმიანობის სფერო | გარემოს დაცვა და ენერგეტიკა |
პარტნიორები | გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისრო. თბილისის მუნიციპალიტეტი |
დონორი | გლობალური გარემოსდაცვითი მექანიზმი (GEF) |
ბიუჯეტი | USD 1,080,000 |