საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად

მიმოხილვა

პროექტის მიზანია, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად. პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე ეხმიანება გაეროს პრინციპის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“. პროექტის განხორციელებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიზისის დაძლევაში გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგონების საჭიროებების გათვალისწინებას. პროგრამის სამი მთავარი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, საჯარო მოხელეებსა და ხანდაზმულ მოსახლეობას.

რას ვაკეთებთ

  • პერსონალური დაცვის საშუალებების (PPEs) მარაგის შევსება; ტრენინგები COVID-19-ის შესახებ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში; საავადმყოფო ქსელის აღჭურვილობის გაუმჯობესება COVID-19-ს ვირუსით გამოწვეული გართულებების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის;
  • ქალთა და ბავშვთა ბაზისური ჯანდაცვის სერვისებზე (იმუნიზაცია, ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემგომ ზრუნვა) წვდომის აღდგენა იმ პერიოდში, როდესაც ჯანდაცვის სიტემის რესურსი COVID-19-თან ბრძოლაზე არის მიმართული.
  • მოზარდთა განათლების პროცესის აღგენა იქ, სადაც პანდემიით გამოწვეულმა განათლების წყვეტამ ბავშვების სკოლაში დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ან არსებობს ეჭვი, რომ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვი შესაძლოა  უგულებელყოფის ან ძალადობის მსხვერპლი გახდეს;
  • COVID-19-ის პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ბავშვებისთვის შინ სწავლების შესაძლებლობების განვითარება; და შინ სწავლების პირობებში მოზარდებში გაჩენილი იზოლირების შეგრძნებისა და სტრესის დაძლევა;
  • სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში დაავადების გავრცელების ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ფუნქციური პრევენციის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სისტემებით აღჭურვა მოქალაქეებისგან შეტყობინებების გაზრდილი რაოდენობის უკეთ მართვისთვის;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსების უზრუნველყოფა ადილობრივ დონეზე პანდემიით გამოწვეული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მოსახლეობაში არსებული მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის.
  • მოხუცებსა და უსახლკარო ადამიანებზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც შესაბამისი სერვისები არაა უზრუნველყოფილი;
  • პერსონალური დაცვის საშუალებების (PPEs) არა-მედიკოსი პროფესიონალების, მოხალისეებისა და ადგილობრივი მოხელეებისთვის მიწოდება რათა მათ შეძლონ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფა;  და
  • რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის სოფლის მეურნეობაში ჩართულობის, როგორც პანდემიის დროს ადაპტაციის სტრატეგიის მხარდაჭერა.  

მოსალოდნელი შედეგები

  • სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის უნარის განვითარება ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ადგილზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის;
  • ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გამყარება პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დაძლევის საქმეში;
  • სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაზრდა COVID-19-ის პრევენციის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;  
  • ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სერვისების უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა COVID-19-ის მიერ გამოწვეული მეორადი შედეგების დასაძლევად.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო კაკუბავა

პროექტის მენეჯერი

nino.kakubava@undp.org

 

 

დეტალური ინფორმაცია

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

დაწყების თარიღი: მაისი 2020

დასრულების თარიღი: დეკემბერი 2020

დონორი: UN Multi-Partner Trust Fund

განმახორციელებელი პარტნიორი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ბიუჯეტი: 1 მილიონი აშშ დოლარი

(UNDP: USD 400,000 UNICEF: USD 425,000 UNFPA: USD 175,000)