მტირალასა და ყოროლისთავის განვითარების გეგმა
მტირალასა და ყოროლისთავის განვითარების გეგმა
1 August 2023
პუბლიკაცია წარმოადგენს მტირალას მთისა და სოფელ ყოროლისთავის განვითარების ინტეგრირებულ და დეტალურ გენერალურ გეგმას. დოკუმენტში გათვალისწინებულია მტირალას ეროვნული პარკის ეკოტურიზმის და მდგრადი მართვის მთავარი პრინციპები და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობები.
გეგმა ასახავს ვიზიტორთა ნაკადისა და ქცევის ასპექტების შესაბამისობას დაცული ტერიტორიისთვის დასახულ მიზნებთან, რაც აბალანსებს პარკის კონსერვაციისა და ვიზიტორთა მონახულების პირობებს. დოკუმენტი დაეხმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს ტერიტორიის გრძელვადიანი მდგრადობა როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.