EU4ITD: დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში - საგრანტო კონკურსი

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

19 March 2024

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "EU4ITD: დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში", რომლის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეობითი და ადამიანზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდების მხარდასაჭერად. 

კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით, მხარი დაუჭირონ მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივ დაგეგმვაში, სერვისების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალური სერვისების მიწოდება კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებში. 

ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება.
  • ჰქონდეს სამიზნე რეგიონში/მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება; 
  • ჰქონდეს მინიმუმ ორი წლის საქმიანობის გამოცდილება;
  • ჰქონდეს მინიუმ ორი მსგავსი პროექტის მართვის გამოცდილება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 
  • ჰქონდეს გაფორმებული პარტნიორობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 აპრილი.

განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2024 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე,  ონლაინ  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით: https://undp.zoom.us/j/83974977977 (Meeting ID: 839 7497 7977).

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები გამოაგზავნეთ 2024 წლის 10 აპრილამდე მისამართზე: anna.kebadze@undp.org.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ დოკუმენტებში: