გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში. 2020
გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში. 2020
3 February 2021
წინამდებარე ანგარიშები - „სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“ და „სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები“ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების კვლევას ქართულ სოციალურ მედიაში გენდერულად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ენის გამოყენების შესახებ.
კვლევის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს მონიტორინგის ინოვაციური გზები და ასევე შეიმუშავეს ინდიკატორები გენდერულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კლასიფიცირებისა და შესაბამისი დარღვევების გამოსავლენად.
კვლევა განხორციელდა 2020 წელს საპარლამენტო საარჩევნო ციკლის მსვლელობაში. კვლევაში ჩართული იყო „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და კავშირი „საფარი“.
კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობას ემსახურება.