ევროკავშირი კლიმატისთვის EU4Climate

მიმოხილვა

პროექტი EU4Climate(link is external) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის(link is external) ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მთავრობებს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების(link is external) შესრულებაში, კლიმატთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებაში.

ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ეროვნულ მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

რას ვაკეთებთ

EU4Climate ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას(link is external) პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ ინფორმაციის განახლებაში და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით (UNFCCC)(link is external) განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.     

შედეგები

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარება განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტის ხარისხის შემოწმებაში
  • დასრულებული გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია
  • ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიმატის ცვლილების აქტუალიზაცია 
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) შემუშავებაში

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ჭავჭავაძის გამზირი #29
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ეკატერინე მიქაძე
პროექტის მენეჯერი
ekaterine.mikadze@undp.org

ლია თერგიაშვილი
რეგიონული პროექტის ადმინსტრაციული/ფინანსური ასისტენტი
lia.tergiashvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

 

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: