ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის კლიმატის ცვლილების დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკის შესახებ
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ახალი ვებგვერდი, www.eu4climate.eu წარადგინეს
8 October 2020
ევროკავშირის პროექტის EU4Climate ფარგლებში ახალი ვებგვერდი გაიხსნა, რომელზეც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროექტის, მისი საქმიანობისა და მიზნების შესახებ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ანგარიშები კლიმატის პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების შესახებ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში.
ამ სფეროში არსებული სიახლეებისა და პროექტის მიმდინარე საქმიანობის გარდა, პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ემისიების ძირითადი წყაროების, სათბურის აირების ემისიების დონისა და მთავრობების მიერ განხორციელებული კლიმატის ცვლილების დაძლევისკენ მიმართული ქმედებების შესახებ.
”ვებგვერდის სახით შეიქმნა ყოვლისმომცველი პორტალი კლიმატის ცვლილების დაძლევის თემაზე, რაც მუდმივ ძალისხმევას და ერთგულებას მოითხოვს როგორც მთავრობების, ასევე საზოგადოების ყველა სფეროს მხრიდან,“ განაცხადა პროექტის EU4Climate რეგიონულმა მენეჯერმა ევგენ გროზამ.
EU4Climate ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მთავრობებს კლიმატის ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებაში.
„ვებგვერდი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს პროექტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ის ასევე შეიცავს მონაცემებს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მიერ პარიზის ხელშეკრულების შესრულების პროგრესის შესახებ, რაც ჩვენი მიზანია”, - განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის დანაყოფის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.
პროექტი EU4Climate დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. ის ეხმარება ქვეყნებს პარიზის შეთანხმების განხორციელებაში, ასევე კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში. პროექტის ამბიციაა, შეამციროს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და გააძლიეროს ისინი ამგვარი ცვლილებების მიმართ. პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინტეგრირება მოახდინონ ემისიების შემცირებისა და კლიმატისადმი გამძლეობის მიზნები განვითარების პოლიტიკასა და გეგმებში, გააუმჯობესონ და გააერთიანონ კლიმატის პოლიტიკა და რეგულირება.
საკონტაქტო ინფორმაცია
აღავნი ჰარუტიუნიანი
რეგიონული კომუნიკაციების კოორდინატორი
EU4Climate
aghavni.harutyunyan@undp.org