Ukrainian House in Tbilisi

კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის

მიმოხილვა

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპების გამყარებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მედეგობის გაძლიერებას ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის. პროექტის განხორციელებისას, პრიორიტეტი ენიჭება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ქალები, ეთნიკური უმცირესობები და გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე მყოფი თემები.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებსა და უკრაინის მოქალაქეებს კრიზისის მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების გზით.

პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, რომელიც 1,627,701აშშ დოლარს შეადგენს. გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, მის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა. საქართველოში გერმანიის საელჩოსთან მჭიდრო კოორდინირების პირობებში, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონის უზენაესობის ექსპერტებთან სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

რას ვაკეთებთ

პროექტი მიზნად ისახავს სამი გრძელვადიანი მიზნის მიღწევას:

  • მიზანი 1: კანონის უზენაესობის ეროვნული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი და თანასწორი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.
  • მიზანი 2: კრიზისის მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ზომების გატარება შორის საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
  • მიზანი 3: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება მოლდოვას რესპუბლიკას , საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას შორის კანონის უზენაესობის შესახებ გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობისთვის.

ამ მიზნების მისაღწევად, UNDP თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ, სასამართლო სისტემასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან,  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან.

ჩვენი პროექტი მოიცავს ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარებას, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. 

ამ მრავალმხრივი აქტივობების მეშვეობით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ტრანსფორმაციულ ცვლილებებსა და სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ლადო კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირები

ლევან ასათიანი
პროექტის მენეჯერი
levan.asatiani@undp.org

გიგი ბრეგაძე
დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი 
gigi.bregadze@undp.org 

პროექტის შესახებ

სტატუსიმიმდინარე
დაწყების თარიღიიანვარი 2023
დასრულების თარიღიივნისი 2024
საქმიანობის სფეროდემოკრატიული მმართველობა
პარტნიორებიგაეროს განვითარების პროგრამა
დონორიგერმანიის მთავრობა
ბიუჯეტიUS$ US$ 1,627,701

 

დოკუმენტები

Impact

START DATE

January 2023

END DATE

September 2024

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

UNDP

DONORS

GOVERNMENT OF GERMANY

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,850,835

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2023$612,756

2024$991,355

Full Project information