Parliament of Georgia. Session Hall

საპარლამენტო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში

მიმოხილვა

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს პარლამენტს ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში, საკანონმდებლო გამჭვირვალობის განვითარებაში, მოქალაქეთა ინტერესების ეფექტურად წარმოჩენაში, კანონშემოქმედებითი პროცესების გამარტივებასა და სამთავრობო ზედამხედველობის გაძლიერებაში.

მიმდინარე პროექტი აგრეთვე მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერას და მიზნად ისახავს საჭიროებაზე მორგებული ინიციატივების განხორციელებასა და თანამშრომლობას რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით. 

რას ვაკეთებთ

საქართველოს პარლამენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით, პროექტის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ოთხი მიმართულებით:

1. კანონშემოქმედება და ზედამხედველობა: პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება კანონშემოქმედებისა და საზედამხედველო კუთხით.

2. ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა: პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვით, პროცედურული ჩარჩოების დახვეწითა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 

3. სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობა: პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

4. პოლიტიკური პროცესები: პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, საპარლამენტო კომიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება და ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა. 

მოსალოდნელი შედეგები:

  • გაძლიერებული კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები.
  • გამარტივებული პოლიტიკური პროცესები და გაუმჯობესებული წარმომადგენლობა.
  • გაზრდილი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მოქალაქეთა ჩართულობა.
  • გაძლიერებული ინსტიტუციური ეფექტურობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები:

ნინო სარიშვილი
პროექტის მენეჯერი
nino.sarishvili@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

Impact

START DATE

December 2023

END DATE

December 2025

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO-Parliament of Georgia

DONORS

EUROPEAN COMMISSION

GEO-GOVERNMENT

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$569,355

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2023$0

2024$317,939

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: