Lagodekhi Protected Areas. Kakheti. Georgia

საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინება და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)(link is external) ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას ქვეყნის მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის მომზადებაში, რომელსაც საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი (UNFCCC)(link is external) წარადგენს.

საქართველოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და მეხუთე ეროვნული შეტყობინება ეფუძნება წინა წლებში მომზადებული ეროვნული შეტყობინებებისა და ორწლიური განახლებული ანგარიშების მიგნებებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო კონსულტაციების და ანალიზის (ICA) პროცესისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროექტების შედეგებს.

მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის კომბინირებული ანგარიში UNFCCC-ის სამდივნოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე წარედგინება.

რას ვაკეთებთ

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კლიმატის ცვლილების ინტეგრირებას განვითარების სტრატეგიებსა და პროგრამებში, ნახშირბადნეიტრალური და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე.  

პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი(link is external).

მოსალოდნელი შედეგები

  • განახლებული ინფორმაცია ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის შესახებ
  • ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიშის მომზადებისა და მართვისთვის
  • განახლებული ინფორმაცია შესაბამისი ფინანსური, ტექნოლოგიების შემუშავებისა და გადაცემის, ასევე შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო და მიღებული მხარდაჭერის შესახებ
  • განახლებული ინფორმაცია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მიღწევების პროგრესის მონიტორინგისთვის
  • კლიმატის ცვლილების ზემოქმედების განახლებული შეფასება და ადაპტაციის ღონისძიებების ანგარიში
  • მეხუთე ეროვნული შეტყობინება და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

32გ მარშალ გელოვანის გამზირი 
თბილისი 0159 საქართველო

საკონტაქტო პირები (გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) 

სალომე ფიფია
პროექტის მენეჯერი
salome.pipia@eiec.gov.ge

თამარ ალადაშვილი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი
tamar.aladashvili@eiec.gov.ge 

საკონტაქტო პირები (UNDP)

დავით სამუნაშვილი
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის პროგრამის ასისტენტი
davit.samunashvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს  გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org 

Impact

START DATE

July 2022

END DATE

June 2025

STATUS

მიმდინარე

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER
DONORS

Global Environment Fund Truste

TOTAL CONTRIBUTIONS

$554,804

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2022$13,280

2023$257,612

2024$136,879

2025$7,570

Full Project information(link is external)

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: