საქართველოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და სათბურის გაზების ემისიების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი. 2024

საქართველოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და სათბურის გაზების ემისიების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი. 2024

6 თებერვალი 2025

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს საქართველოს პირველ ორწლიური გაჭვირვალობის ანგარიშს და სათბურის გაზების ემისიებისა და შთანთქმების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტს.

პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ ასახავს საქართველოს მიერ კლიმატური ვალდებულებებისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) შესრულების პროცესს. ის მოიცავს ქვეყნის კლიმატური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ემისიების ტენდენციებს და გადადგმულ ნაბიჯებს სათბურის გაზების შემცირების მიმართულებით. დოკუმენტში ასევე აღწერილია დაბალემისიიან და კლიმატმედეგ ეკონომიკაზე გადასვლისთვის აუცილებელი ფინანსური, ტექნოლოგიური და შესაძლებლობების განვითარების საჭიროებები.

სათბურის გაზების მეშვიდე ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის ნაწილია, რომელიც მოიცავს 1990-2022 წლების სათბურის აირების გაფრქვევისა და შთანთქმის მონაცემებს ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების მართვის, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და სატყეო სექტორებში.  

ემისიების ტენდენციები (1990–2022):

  • მაქსიმალური ემისიები 1990 წელს: 46,575 გგ CO₂ ექვ.
  • მინიმალური ემისიები 2001 წელს: 9,514 გგ CO₂ ექვ. (1990 წელთან შედარებით 80%-იანი შემცირება)
  • 2022 წლის ემისიები: 20,096 გგ CO₂ ექვ., რაც პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას ასახავს.

სექტორული წვლილი (2022):

  • ენერგეტიკა: უდიდესი წვლილი, 13,218 გგ CO₂ ექვ.
  • ინდუსტრიული პროცესები: 1990 - 1,642 გგ CO₂ ექვ.; 2022 - 2,571 გგ CO₂ ექვ.
  • სოფლის მეურნეობა: ემისიები სტაბილურია 2,300–2,800 გგ CO₂ ექვ. შორის.
  • ნარჩენები: სტაბილური ზრდა (1,995.9 გგ CO₂ ექვ. 2022 წელს) ურბანიზაციისა და ნარჩენების წარმოქმნის გამო.

სათბურის გაზების შემადგენლობა (2022):

  • CO₂ (ნახშირორჟანგი): 63.9%
  • CH₄ (მეთანი): 29.4%
  • N₂O (აზოტის ქვეჟანგი): 4.4%
  • HFCs (ჰიდროფთორნახშირბადებ) და SF₆ (გოგირდის ჰექსაფტორიდი): იზრდება ინდუსტრიული საქმიანობის გამო.

ანგარიშები მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან კოორდინაციით გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის მომზადებაში ეხმარება.