არბიტრთა ეთიკის კოდექსი. 2020
არბიტრთა ეთიკის კოდექსი. 2020
10 July 2020
არბიტრთა ეთიკის კოდექსი და დებულება განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს არბიტრებისთვის და ადგენს არბიტრთა ვალდებულებას უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა, შეინარჩუნონ ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, გაამჟღავნონ ნებისმიერი ინტერესი ან ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე.
ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს მხარეებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან შესაფერისი კომუნიკაციის წესებს და მოუწოდებს არბიტრებს თავიდან აიცილონ გაუმართლებელი ხარჯები.
კოდექსის დარღვევას მოჰყვება დისციპლინური განხილვა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში და შესაძლო სანქციების დაწესება, მაგალითად, კონფიდენციალური რეკომენდაციების გაცემა ან ასოციაციის წევრობიდან გარიცხვა.
არბიტრთა ეთიკის კოდექსი 2013 წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ შეიქმნა. 2018 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მას აღსრულების მექანიზმიც დაემატა - დაფუძნდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისია და შემუშავდა დისციპლინირების წარმოების დებულება.