საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შესრულების საგზაო რუკა. 2024

საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შესრულების საგზაო რუკა. 2024

3 July 2024

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის განხორციელების საგზაო რუკას და  დოკუმენტის საკვანძო საკითხების მოკლე მიმოხილვას.

დოკუმენტი აანალიზებს მიმდინარე პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ლანდშაფტს და განიხილავს დაბალემისიიანი განვითარებისთვის აუცილებელი პოლიტიკის ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს.

საგზაო რუკა ხაზს უსვამს ინკლუზიური მიდგომების აუცილებლობას, დაფინანსების სტრატეგიებისა და სამართლიანი გადასვლის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის მნიშვნელობას. მასში ასევე აღწერილია საკომუნიკაციო სტრატეგია და საზოგადოების ყველა სექტორის როლი და პასუხისმგებლობა მდგრადი მომავლის მშენებლობის გზაზე.

აღნიშნული საგზაო რუკა შემუშავებულია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილეობით.

დოკუმენტები მომზადებულია ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG” მიერ გაეროს განვითარების პროგრამის „კლიმატური ინიციატივის“ ხელშეწობით.