მუნიციპალური განვითარება კოვიდის დროს
მუნიციპალური განვითარება კოვიდის დროს
5 October 2022
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრებში წარმოდგენილია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის ზემოქმედება საქართველოს რეგიონების ეკონომიკაზე, კერძოდ, მაკროეკონომიკურ გარემოზე, მეწარმეობაზე, დასაქმებასა და სოციალურ ცხოვრებაზე.
კვლევებში ასევე მოცემულია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებზე პანდემიის ზემოქედების სისტემური შესწავლა, აღნიშნული გავლენის თვისებრივი და რაოდენობრივი შეფასება და მუნიციპალიტეტების მართვის პროცესში განხორციელებული ცვლილებები, მიღწევები და გამოწვევები, და საერთაშორისო გამოცდილება.
დოკუმენტები მომზადებულია გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.