მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
27 December 2021
წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია პასუხები კითხვებზე მწარმოებლის გაფართოებულ ვადებულებასთან (მგვ) დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების, მგვ-ს განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მგვ-ის განხორციელებაში ჩართული დაინტერესებული მხარეების შესახებ. პუბლიკაციაში ასევე აღწერილია ნარჩენების მართვის პოლიტიკა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საქართველოში.
პუბლიკაცია მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.