ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში
ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში
7 December 2021
წინამდებარე ანგარიში აფასებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ვებ მისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს შესაბამის რეკომენდაციებს.
საქართველოში საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებგვერდების შერჩეული რაოდენობის ვებ მისაწვდომობის მარტივი შეფასებით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი სრულად არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და არსებობს მათი გაუმჯობესების პოტენციალი გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით (CRPD) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მიგნებების გათვალისწინებით, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში CRPD-ის იმპლემენტაციას და შშმ პირებისთვის ვებ მისაწვდომლობის გაუმჯობესებას.
პუბლიკაციები შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთიანი ფონდის მხარდაჭერით.