საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ
საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ
18 October 2022
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს კვლევას საქართველოს მზაობის შესახებ ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ, ევროკომისიის მოსაზრებას საქართველოს მიერ 2022 წლის 17 ივნისს მიღებული ევროკავშირის წევრობის შესახებ განცხადებასა და 2023 წლის დასკვნით ანალიტიკურ ანგარიშს.
კვლევა აფასებს რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული პოლიტიკის ჩარჩო ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პოლიტიკას და რა არის ის ძირითადი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს.
დოკუმენტი მოიცავს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების საკვანძო მიმართულებების შესაბამის ქართული პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზსა და არსებულ ნაკლოვანებებს. ნაკლოვანებების ანალიზს ავსებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. კვლევაში ასევე წარმოდგენილია ინდიკატორები მწვანე შეთანხმების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს პროგრესის შეფასებაში დაეხმარება.
კვლევა საქართველოს მზაობის შესახებ ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ მომზადებულია ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.