LEAD: ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია
მიმოხილვა
პროექტი „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ხელს უწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და საზოგადოებრივ ცვლილებებს, რომლებიც უმცირესობათა უფლებების დაცვას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას უზრუნველყოფენ და ქმნიან თანამშრომლობის პლატფორმას საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
სამწლიანი პროექტი (2022-2025) ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ნორვეგიის სამეფოს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით.
რას ვაკეთებთ
LEAD პროექტის სამი პრიორიტეტული მიმართულებაა:
- უმცირესობათა გაძლიერება: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან და ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
- ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებთან გამკლავება. საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, ხელს ვუწყობთ ცნობიერების გაზრდას უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში და წვლილი შეგვაქვს საზოგადოების სოციალურ გარდაქმნაში.
- სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული მმართველობის სისტემების სტრუქტურული გარდაქმნის დაჩქარების მიმართულებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ი. აბაშიძის ქ. 4
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ლელა აქიაშვილი
პროექტის მენეჯერი
lela.akiashvili@undp.org
გიგი ბრეგაძე
დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org
Impact
მეტი ინფორმაცია