ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ. 2025

Cover of Glossary on Disability-Inclusive Terminology

Glossary on Disability-Inclusive Terminology. 2025. Georgian

pdf (5.3MB)

ჩამოტვირთვა

ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ. 2025

13 მარტი 2025

ლექსიკონი “ტერმინოლოგია და ცნებები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ” მიმოიხილავს ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი მიმართვისას ან მათზე საუბრისას. 

ინკლუზიური ტერმინოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მიერ შშმ პირთა აღქმაში. ხშირად, ეს ტერმინები მოძველებული და სტერეოტიპულია, რაც გავლენას ახდენს შშმ პირთა უფლებების აღიარებასა და დაცვაზე. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სწორი ტერმინოლოგია შშმ პირთა უფლებებზე ცოდნისა და დამოკიდებულების გაუმჯობესებას და დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრას უწყობს ხელს. 

წინამდებარე ლექსიკონის შემუშავებაში, კონსულტაციების ფორმით, ჩართულნი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ორგანიზაციები

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” ფარგლებში.