შრომის ბაზრის კვლევა: ტურიზმისა და ველნესის სექტორები. 2022
შრომის ბაზრის კვლევა: ტურიზმისა და ველნესის სექტორები. 2022
3 April 2023
წინამდებარე კვლევა შეისწავლის ტურიზმისა და სიჯანსაღის ანუ ველნესის სექტორებში არსებულ შრომის ბაზარს. კვლევის მიგნებები ეყრდნობა საქართველოს ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი).
კვლევა განახორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“-ს მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
ძირითადი მიგნებები:
- დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის დამსაქმებლები ყველაზე ხშირად სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას ასახელებენ.
- დამსაქმებელთა უმეტესობა, 88%, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31%, მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს.
- დამსაქმებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად, სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებას მოიაზრებს.
- მომსახურებისა და გაყიდვების პერსონალი, ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია ყველა რეგიონში.
- ტურიზმის სექტორში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია მზარეულები (34%), მიმტანები (20%) და სასტუმროს მომსახურე პერსონალი (15%).