შრომითი ურთიერთობები საჯარო სამსახურში. 2023
შრომითი ურთიერთობები საჯარო სამსახურში. 2023
28 December 2023
წინამდებარე კვლევა შეისწავლის საჯარო უწყებების წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომლებიც შრომითი ურთიერთობების განსხვავებულ ფორმებს უკავშირდება.
კვლევის რაოდენობრივი ნაწილი ეფუძნება 542 საჯარო მოხელის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც მათ დამოკიდებულებებს ასახავს. თვისებრივ ნაწილში განხილულია 27 სიღრმისეული ინტერვიუ, საჯარო დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო მოხელეები მონაწილეობით.
ძირითადი მიგნებები:
- საჯარო სამსახურში, თვითმმართველობების დონეზე გამოწვევას წარმოადგენს დაბალი რანგის პოზიციებზე ვაკანტური ადგილების შევსება;
- მაღალი რანგის პოზიციებზე გამოწვევები გამოვლინდა როგორც სამინისტროების, ისე თვითმმართველობის დონეზე, პოზიციებზე რომლებზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა მაღალია. ასეთ პოზიციებს შორის ადგილობრივი თვითმართველობების დონეზე დასახელდა IT სპეციალისტი და არქიტექტორი, ხოლო სამინისტროებში - IT სპეციალისტი;
- მენეჯერების და HR წარმომადგენლების ნაწილმა აღნიშნა, რომ მათ გარკვეულ შემთხვევებში სჭირდებათ მუდმივი ფუნქციების შესასრულებელ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ როდესაც კადრის აყვანის მიზნით კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება უშედეგოდ სრულდება;
კვლევა ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის მიერ საჯარო სამსახურის ბუროსთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, UK aid-ის ხელშეწყობით.