Inclusive Access to Markets

წვდომა საექსპორტო ბაზრებზე

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას გაძლიერებული ღირებულებათა ჯაჭვების მეშვეობით.

ოთხწლიანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და „აწარმოე საქართველოში“-სთან თანამშრომლობით.

რას ვაკეთებთ

ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი შემდეგი ძირითადი საქმიანობებას ახორციელებს:

  • მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ სრულყოფილად ისარგებლონ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებით და მისიებით. 
  • პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირება და საექსპორტო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვება ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა ისინი გახდნენ ექსპორტიორები ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
  • მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების საჭიროებებისა და ხელშემშლელი ფაქტორების შესწავლა მიზნობრივ სექტორებში.   
  • კონკრეტული ღირებულებათა ჯაჭვის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის შემუშავება მიზნობრივ სექტორებში. 
  • ღირებულებათა ჯაჭვების მიზნობრივი მხარდაჭერა ევროკავშირის საბაზრო სისტემებთან სავაჭრო კავშირების გაზრდისთვის.
  • სხვა საქმიანობა რომელიც „აწარმოე საქართველოში“-სთან   თანამშრომლობით განისაზღვრება.  

მოსალოდნელი შედეგები

  1. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის ზრდა ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.  
  2. მაღალი ზრდისა და ექსპორტის  პოტენციალის მქონე ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.  

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

თარხნიშვილის ქუჩა # 3., 1-ელი შესახვევი
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

გიორგი ციმინტია
პროექტის მენეჯერი
giorgi.tsimintia@undp.org 

გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org 

Impact

START DATE

November 2023

END DATE

November 2027

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO-MoEcon. & Sust. Devnt

DONORS

EUROPEAN COMMISSION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,020,467

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2023$7,680

2024$488,255

Full Project information