საპარლამენტო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში
მიმოხილვა
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს პარლამენტს ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში, საკანონმდებლო გამჭვირვალობის განვითარებაში, მოქალაქეთა ინტერესების ეფექტურად წარმოჩენაში, კანონშემოქმედებითი პროცესების გამარტივებასა და სამთავრობო ზედამხედველობის გაძლიერებაში.
მიმდინარე პროექტი აგრეთვე მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერას და მიზნად ისახავს საჭიროებაზე მორგებული ინიციატივების განხორციელებასა და თანამშრომლობას რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით.
რას ვაკეთებთ
საქართველოს პარლამენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით, პროექტის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ოთხი მიმართულებით:
1. კანონშემოქმედება და ზედამხედველობა: პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება კანონშემოქმედებისა და საზედამხედველო კუთხით.
2. ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა: პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება მართვის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვით, პროცედურული ჩარჩოების დახვეწითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობა: პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
4. პოლიტიკური პროცესები: პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, საპარლამენტო კომიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება და ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა.
მოსალოდნელი შედეგები:
- გაძლიერებული კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები.
- გამარტივებული პოლიტიკური პროცესები და გაუმჯობესებული წარმომადგენლობა.
- გაზრდილი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მოქალაქეთა ჩართულობა.
- გაძლიერებული ინსტიტუციური ეფექტურობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები:
ნინო სარიშვილი
პროექტის მენეჯერი
nino.sarishvili@undp.org
გიგი ბრეგაძე
UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org