რეგულირების ზეგავლენის ფარგლებში მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენება საქართველოში. 2024
რეგულირების ზეგავლენის ფარგლებში მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენება საქართველოში. 2024
11 July 2024
2015 წლიდან საქართველო აქტიურად ახორციელებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA), როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მომზადდა 80-მდე ანგარიში, რაც ასახავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ერთობლივ ძალისხმევას. საქართველოს მთავრობამ ვალდებულება RIA-ს მიმართ 2020 წელს მისი ინსტიტუციონალიზაციის გზით გაზარდა. თუმცა, არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის კომპონენტთან (MCA) დაკავშირებით, რომელიც შეიცავს გარკვეულ სუბიექტურობას.
წინამდებარე კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში (RIA) მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის კომპონენტის (MCA) გაძლიერებას, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ხელსაწყოებისა და სახელმძღვანელოს მიწოდებით, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო ეფექტურსა და ნაკლებად სუბიექტურს გახდის.
კვლევითი პროექტის ფარგლებში სამი დოკუმენტი შეიქმნა:
- ანგარიში „რეგულირების ზეგავლენის ფარგლებში მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენება საქართველოში“. დოკუმენტი შეიცავს MCA-ს გამოყენების მიმდინარე პრაქტიკის აღწერას და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ანგარიში ასევე მიმოიხილავს არსებულ ლიტერატურას და აჯამებს MCA-სთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკებს RIA-ს კონტექსტში.
- პრაქტიკული Excel-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები.
- საქართველოს კონტექსტზე მორგებული გამჭვირვალე და ობიექტური MCA-ს განხორციელების გზამკვლევი.
კვლევა ჩატარდა ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ, პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით.