მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის გაძლიერება საქართველოში
მიმოხილვა
გაეროს ერთობლივი პროგრამა "მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ლოკალიზაციის გაძლიერება საქართველოში" ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) დაფინანსებითა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კოორდინაციით.
პროგრამის განხორცილებაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
ორწლიანი (2024-2025) ინიციატივის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით ფოთსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა ინკლუზიური და მდგრადი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის.
პროგრამა მხარს უჭერს სტრატეგიულ ლიდერობას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მონიტორინგისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისეთი სფეროების ხელშეწყობა, როგორიცაა სურსათის სისტემების გარდაქმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული სოციალური პროგრამებისთვის ციფრული გადაწყვეტების გაძლიერება.
რას ვაკეთებთ
პროგრამის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ცოდნის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ლოკალიზაციაში მათი ჩართულობის გაზრდა.
2. ინოვაციური საჯარო სერვისებისა და ციფრული ჩართულობის პრაქტიკების გაუმჯობესება.
3. ადგილობრივი მმართველობის სისტემების გაძლიერება მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
თაბუკაშვილის ქუჩა 5
თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი
ივანე შამუგია
პროექტის მენეჯერი
ivane.shamugia@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org