პანდემიის გავლენის შეფასება შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვზე. 2020
პანდემიის გავლენის შეფასება შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვზე. 2020
13 July 2020
წინამდებარე კვლევაში შეფასებულია კორონავურუსის პანდემიის გავლენა საქართველოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებზე. კვლევა განხორციელდა 2020 წლის მაისში ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით ქართული კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“ მიერ.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
- შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების ნახევარზე მეტმა პანდემიის შედეგად შემოსავლების 50 პროცენტი დაკარგა.
- კომპანიების 83 პროცენტი თვლის, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათი ბიზნესისთვის.
- 88 პროცენტს არ აქვს ბიზნესის შეფერხების დაზღვევა.
- 58 პროცენტს არ გააჩნია საკუთარი ან ალტერნატიული ფინანსური სახსრები კრიზისიდან გამოსასვლელად.
- კომპანიების 54.4 პროცენტმა შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება პანდემიის დროს. კომპანიების 16.7 პროცენტმა თანამშრომლებს სთხოვა შვებულებაში გასვლა ანაზღაურების გარეშე, ხოლო 17.2 პროცენტმა დროებით შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა.
- მიღებული ზარალის მიუხედავად, შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების უმეტესობა, 70 პროცენტზე მეტი, პანდემიის გამო განვითარებულ კრიზისში გამოწვევებთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც ხედავს.
- ბევრი კომპანია აპირებს სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას ან შეცვლას, ახალი ბაზრების ათვისებას და ბიზნეს ოპერაციებში ონლაინ საშუალებების, მათ შორის ონლაინ შესყიდვებისა და გაყიდვების სისტემების დანერგვას.