საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიში 1990-2017
საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიში 1990-2017
21 April 2021
წინამდებარე ანგარიშში აღწერილია სათბურის გაზების მეექვსე ეროვნული ინვენტარიზაციის შედეგები 1990-2017 წლების პერიოდისთვის.
დოკუმენტი მიმოიხილავს გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ პირდაპირ აირებს: ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტმჟავა (N2O), ფთორნახშირწყალბადები (HFCs), პერფთორნახშირწყალბადები (PFCs), გოგირდის ჰექსაფთორიდი (SF6) და ასევე არაპირდაპირ სათბურის გაზებს, როგორიცაა აზოტის ოქსიდები (NOX), ნახშირბადი (CO), არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთები (NMVOCs), ასევე, გოგირდის დიოქსიდი (SO2).
ანგარიში მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით პროექტის "გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება" ფარგლებში.