საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება
საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება
30 May 2023
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასებას ქვეყნის მასშტაბით.
კვლევაში გამოყენებულია, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, ექსპერტული ინტერვიუები და რაოდენობრივი გამოკითხვა, მთელი საქართველოს მასშტაბით.
კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით.
ძირითადი მიგნებები:
- მოსახლეობის 62 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები უკვე იგრძნობა.
- გამოკითხულთა 84 პროცენტის აზრით, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ნარჩენების დახარისხებას დაარეგულირებს.
- სამომხმარებლო ნივთების (მაგ., პროდუქტების) შეძენისას, ყოველი მეორე რესპონდენტი არ იყენებს საკუთარ ჩანთას და არ აქცევს ყურადღებას იმას, რამდენად ზედმეტად შეფუთულია ნივთი.
- მოსახლეობის უმრავლესობას (85 პროცენტი) გაცნობიერებული აქვს ატმოსფერული ჰაერის წინაშე დღეს არსებული საფრთხეები.
- ყოველი მეოთხე რესპონდენტი აცხადებს, რომ არასდროს უზრუნია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო დამატებით 40 პროცენტი ამას იშვიათად აკეთებს - არ იღებს ინფორმაციას და არ ურთიერთობს სხვებთან გარემოსდაცვით საკითხებზე;
- მოსახლეობის 65 პროცენტი ამჯობინებს ახლო დისტანციაზე ფეხით გადაადგილდეს და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მანქანის ნაცვლად, როცა ეს შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, კერძო მანქანის მომხმარებელთა წილი (18 პროცენტი), აჭარბებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა წილს (13 პროცენტი).
- ტრანსპორტირებისთვის მამაკაცები უფრო მეტად იყენებენ კერძო ავტომობილებს ვიდრე ქალები. მამაკაცების 25 პროცენტი იყენებს პირად ავტომობილს დღეში ერთხელ მაინც, ხოლო ქალების მხოლოდ 12.5 პროცენტი.