ერთად ოზონის შრის დასაცავად - კონკურსი ჟურნალისტებისთვის

კონკურსი ჟურნალისტებისთვის სტატიების, ტელე და რადიო რეპორტაჟების წარსადგენად ოზონის შრის დაცვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ

5 October 2022
კონკურსი ჟურნალისტებისთვის "ერთად ოზონის შრის დასაცავად"

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და ოზონის ეროვნული ერთეული აცხადებენ კონკურსს ჟურნალისტებისთვის „ერთად ოზონის შრის დასაცავად“.

 

საკონკურსო თემები

  • რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად
  • საყოფაცხოვრებო ტექნკის გავლენა ოზონის შრის დაცვაში
  • კანონი ოზონის შრის სადარაჯოზე

 

გამარჯვებული ჟურნალისტები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში

  1. საუკეთესო სტატია (მათ შორის ონლაინ სტატია)
  2. საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟი
  3. საუკეთესო რადიო რეპორტაჟი

 

გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან 1,500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.

საკონკურსო მასალების წარდგენის ვადები და პირობები:

საკონკურსო მასალების (სტატია, ვიდეო და/ან რადიო რეპორტაჟი) წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ოქტომბერი. მასალები გამოგზავნილი უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ana.manjavidze@eiec.gov.ge.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

ანა მანჯავიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი: +995 555 233 536, ana.manjavidze@eiec.gov.ge.