დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. რეფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ყველა სოციალური და ეკონომიკური ჯგუფების - კაცების, ქალების, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებას.
რას ვაკეთებთ
პროექტი მხარს უჭერს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით:
- პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით.
- ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.
- მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
- საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALA), საჯარო სამსახურის ბიუროსთან, სამი სამიზნე რეგიონის - ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ბიზნესთან.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ყაზბეგის გამზირი 12
თბილისი 0176 საქართველო
საკონტაქტო პირები
ნინო კაკუბავა
პროექტის მენეჯერი
nino.kakubava@undp.org
გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია