მწვანე ლიდერობის პროგრამა

გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა მონაწილეების შესარჩევ კონკურსს აცხადებენ

4 აპრილი 2025

მწვანე ლიდერობის პროგრამის კონკურსი

გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში, ფოთში, ხობსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა (CSO) და სათემო (CBO) ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს სთავაზობს შესაძლებლობების გაზრდის ყოვლისმომცველ ინიციატივას – მწვანე ლიდერობის პროგრამას.

კონკურსის მიზანი

ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე გადასვლის საკითხებზე მათი ცოდნის გაზრდას და ფოთსა და ხობში მწვანე ინიციატივების განსახორციელებლად, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.  

პროგრამის მოკლე აღწერა 

მწვანე ლიდერობის პროგრამა ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 

  • მწვანე აკადემია და მწვანე სკოლა
  • კურსდამთავრებულთა ქსელი
  • მწვანე სტიპენდია
  • მცირე გრანტების პროგრამა  

მწვანე აკადემია და მწვანე სკოლა სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს უზრუნველყოფენ პრაქტიკული და თეორიული ცოდნითა და უნარებით მომავალში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და ადვოკატირების კამპანიების ინიცირებისთვის. 

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები შეუერთდებიან მწვანე ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის წევრებისთვის განკუთვნილ დამატებით შესაძლებლობებში, კონკურსებსა და ინიციატივებში. 

გამორჩეული მონაწილეები მწვანე სტიპენდიის ფარგლებში მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მწვანე გარდაქმნის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციებისგან.   

ექსკლუზიურად ქსელის წევრებისთვის გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება საუკეთესო ადგილობრივი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მწვანე და სამართლიანი გადასვლის პროცესს ხობისა და ფოთის თემებში. 

ვისთვისაა განკუთვნილი კონკურსი

  1. სამოქალაქო საზოგადოებისა (CSO) და სათემო ორგანიზაციებისთვის (CBO), რომლებიც მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც: 
    ა) მუშაობენ ან მზად არიან იმუშაონ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტებში; 
    ბ) სურთ წვლილი შეიტანონ მწვანე და სამართლიანი გადასვლის პროცესში და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვით საკითხებზე დადებით ცვლილებებს.
  2. ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისთვის  ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი განვითარების საკითხებით და მზად არიან ადგილობრივ თემებში განახორციელონ მწვანე გადასვლის პროექტები. 

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა | საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე(link is external) და პროგრამაში მონაწილეობაზე წარადგინონ მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი.  

განაცხადის შევსების ვადაა 2025 წლის 27 აპრილი.  

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. კვება, ტრანსპორტირება და სასტუმროში განთავსების ხარჯები ორგანიზატორების მიერ სრულად დაფინანსდება. 

საინფორმაციო შეხვედრა

დაინტერესებულ კანდოდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ზუმის საშუალებით (რეგისტრაციის ბმული(link is external)) : 2025 წლის 11 აპრილს 11 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამა, teona.turashvili@undp.org