EU4Dialogue
მიმოხილვა
"EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში" ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში ხორციელდება. პროექტის სრული ბიუჯეტი 9.1 მილიონ ევროს შეადგენს.
ეს ევროკავშირის (EU) მრავალმხრივი პროგრამის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დიალოგისა და ადამიანებს შორის ურთიერთობისათვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის საქმიანობა ვრცელდება კონფლიქტით დაზარებულ საზოგადოებებსა და სოციალურ ჯგუფებზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. მისი მიზანია, არავინ დარჩეს განვითარებისა და შესაბამისა დახმარების მიღმა. ყველა აქტივობაში გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის დაცვის პრინციპი და ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესები.
რას ვაკეთებთ
EU4Dialogue ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში მდგრადი სათემო ინიციატივების განხორციელებასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. სადაც შესაძლებელია, პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისა და გამყოფი ხაზების გასწვრივ განლაგებული სოფლების მაცხოვრებლები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები და კონფლიქტით დაზარალებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.
EU4Dialogue ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- საგრანტო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ხელშეწყობას, პროფესიული ექსპერტიზისა და ცოდნის გაცვლას კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის და კონფლიქტით დაზარალებული თემების ცხოვრების სტანდარტის გაზრდას.
- მოქნილი ხელსაწყო, რომლის დანიშნულებაა კონფლიქტის გარდაქმნის ხელშეწყობა და ამ მიზნით, EU4Dialogue კომპონენტების ფარგლებში გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებზე რეაგირება.
საგრანტო პროგრამა გამოავლენს ადგილობრივი სათემოების დონეზე ინიცირებულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. საგრანტო კონკურსები მოიცავს მონაწილეთა ფართო სპექტრს, განსაკუთრებით ადგილობრივი და სათემო ორგანიზაციების რიცხვიდან. მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სასწავლო და სატრენინგო პროგრამები, სასწავლო ტურები და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა კონფლიქტის მიმართ სენსიტიური მიდგომებისა და ამ მხრივ, სათემო პრაქტიკების დანერგვის საკითხებში.
მოქნილი ხელსაწყოს მეშვეობით, EU4Dialogue პასუხობს სხვადასხვა სახის საჭიროებას, რომელთა გამოვლენა ეყრდნობა პოლიტიკური დიალოგის განვითარებას, რაც EU4Dialogue პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, ან ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის სხვა მსგავსი ინიციატივების ფარგლებში მიმდინარე კონფლიქტის გარდაქმნის პროცესს.
მოსალოდნელი შედეგები
- სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტი ინიციატივა, რომელიც, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების გათვალისწინებით, კონფლიქტით დაზარალებული თემების ხელშეწყობას მოემსახურება.
- ადგილობრივი ორგანიზაციები მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
- კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაიზრდება პროფესიული ექსპერტიზისა და ცოდნის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს საერთო პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტას.
- პროექტის განხორციელების შედეგად, მოხდება იმ სტრატეგიული მიმართულებების გამოვლენა, რომლებიც კონფლიქტის გარდაქმნას შეუწყობს ხელს.
Contact information
Contact person
Giorgi Vardishvili
UNDP Crisis Prevention & Recovery Team Leader