გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში - ფაზა 3

მიმოხილვა

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ერთობლივად ახორცილებენ ფართომასშტაბიან კომპლექსურ პროგრამას, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ემსახურება. პროგრამას აფინანსებს  შვედეთის მთავრობა.

გაეროს ერთობლივი პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: (1) ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, (2) ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და (3) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესება. პროგრამის მესამე ეტაპი 2022 წელს დაიწყო და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, UNDP აქტიურად მუშაობს საქართველოს ორ რეგიონში - სამეგრელოსა და კახეთში. UNDP-ის საქმიანობა ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება, რომელთა შორისაა:  

  • საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაცია
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • მუნიციპალური სერვისების ასოციაცია
  • პროფესიული კოლეჯები და სასწავლებლები

რას ვაკეთებთ

გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი მხარდაჭერა შემდეგ სფეროებს მოიცავს:

  • პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა: ეროვნულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების შეტანა, სტრატეგიული დოკუმენტების, მაგალითად, ეროვნული სამოქმედო გეგმების, შექმნა და განახლება, მსჯელობისა და განხილვის ხელშეწყობა საქართველოს საზოგადოების ყველა დონეზე.
  • ეროვნული სისტემების გაძლიერება: კოორდინირების გაზრდა, გენდერული თანასწორობის საკითხებში ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, მონიტორინგის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია.
  • საზოგადოებრივი ადვოკატირების გაძლიერება: სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა, ადვოკატირების პლატფორმების შექმნა გენდერული თანასწორობის საკითხების საზოგადოებრივი განხილვისათვის. 
  • ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა: ციფრული თანასწორობის პრინციპების დანერგვა, ქალებისა და მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისათვის ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დასაქმების, ტრენინგისა და ქოუჩინგის ონლაინ პლატფორმების განვითარება. ეს საქმიანობა ხორციელდება UNDP-ის პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით.

შედეგები

  • 2008-2020 წლებში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა 6 პროცენტიდან 20.6 პროცენტამდე. 
  • 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და სავალდებულო გენდერული კვოტირება შემოიღო. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, გენდერული კვოტირება შეადგენს 25 პროცენტს პროპორციული პარტიული სიებისთვის, ხოლო საკრებულოების არჩევნების  შემთხვევაში - 50 პროცენტს.
  • 2014-2017 წლებში, ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში გაიზარდა 11.8 პროცენტიდან 13.4 პროცენტამდე.
  • 2013 წელს, შეიქმნა საკრებულოს წევრ ქალთა  ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
  • 2020 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი შრომის კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას და ასევე დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის შექმნას.
  • საქართველომ მიიღო 2018-2020 წლების ეროვნული გეგმა გენდერული თანასწორობის შესახებ.
  • გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ერთობლივად ჩაატარეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ქალები, კაცები და გენდერული დამოკიდებულებები საქართველოში“, რომელიც ინოვაციურ მეთოდოლოგიას ეფუძნება.
  • 3000-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება და ჩაერთო სხვადასხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში.
  • 26-მა ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სამეგრელოსა და კახეთის 11 მუნიციპალიტეტში მიიღო ფინანსური და საკონსულტაციო ხელშეწყობა 56 ადგილობრივი პროექტის განხორციელებისთვის.
  • 2016-2020 წლებში, ამ ადგილობრივმა ქალთა ორგანიზაციებმა წარმატებით იმუშავეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რის შედეგადაც 220-მდე პრობლემური საკითხი, რომელთა საერთო ღირებულება 22.6 მილიონ ლარს აჭარბებს, გათვალისწინებულ იქნა  მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება

  • გაეროს ერთობლივმა პროგრამამ მყისიერი რეაგირება მოახდინა კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე:

  • პროფესიულმა კოლეჯებმა მიიღეს დახმარება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხებში. 2002 წელს, ონლაინ გადამზადება გაიარა 900-მა მონაწილემ, რომელთა უმეტესობას ქალები შეადგენდნენ.
  • საქართველოს ფერმერ  ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, 400-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა ქალმა მიიღო საკონსულტაციო ხელშეწყობა მცირე ფერმერული ბიზნესისა და აგრო-ტურიზმისა სფეროებში.
  • გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით, დაიწყო ციფრული თანასწორობის პროექტის განხორცილება, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ სერვისებსა და სხვა სახის ციფრულ მომსახურებაზე წვდომის გაფართოებას ქალებისა და შორეული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის.    

  • ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებმა მიიღეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად.
  • 31 ეკონომიკურად დაუცველმა ქალმა ისარგებლა მიკრო-გრანტებით.
  • საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, განხორციელდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გენდერული ასპექტების შესწავლა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ლ. კავსაძის ქ. 3
თბილისი

საკონტაქტო პირები

ია დადუნაშვილი
პროექტის მენეჯერი
ia.dadunashvili@undp.org

გიგი ბრეგაძე
დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

Impact

START DATE

November 2015

END DATE

December 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO Parliament

DONORS

MDTFO/JP_Georgia_GendeEqualit

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$4,778,931

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2015$177,890

2016$713,123

2017$699,144

2018$570,489

2019$464,882

2020$784,863

2021$762,551

2022$538,956

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: