a large green field with clouds in the sky

პროექტი

მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით

მიმოხილვა

რეგიონულ პროექტს „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით“ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დანიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. 

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოსა და მოლდოვაზე, გრძელდება 2024-2027 წლებს შორის და მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებასა და კლიმატგონივრული ეკონომიკის განვითარებას. საერთო ბიუჯეტიდან დაახლოებით 4.29 მლნ აშშ დოლარი გათვალისწინებულია საქართველოსთვის, 4.27 მლნ აშშ დოლარი - მოლდოვისთვის, ხოლო 2.2 მლნ აშშ დოლარი მოხმარდება ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.

რას ვაკეთებთ

საქართველოში პროექტი ხელს უწყობს ტერიტორიული განსხვავებების შემცირებას ფოთსა და ხობის მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური ადგილობრივი განვითარებისა და მწვანე  გარდაქმნის ხელშეწყობით. პროექტი მოიცავს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებულია მწვანე გარდაქმნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორების გაძლიერებასა და მწვანე გარდაქმნასთან დაკავშირებული სექტორებისა და თემების მიზნობრივად განვითარებაზე.

„მწვანე მომავლის“ პროექტი ავითარებს ადამიანზე ორიენტირებულ და ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც ხელს უწყობს მწვანე და სამართლიან გარდაქმნას, რათა აღნიშნული პროცესი მომდინარეობდეს ადგილობრივი საჭიროებებიდან, იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და მედეგი. თავდაპირველად ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებზე ფოკუსირებული პროექტი, მიზნად ისახავს შექმნას გაფართოებადი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მოდელები და განავითაროს სამოქალაქო ჩართულობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მედეგი, მდგრადი და დაბალი ემისიის მქონე საზოგადოებების განვითარებას საქართველოში.

პროექტის მიზნები

  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მწვანე და სამართლიანი გარდაქმნის წახალისება.
  • კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა და კლიმატის მედეგობის გაზრდა ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, მდგრადი მობილობისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების გამოყენებით.
  • მოქალაქეების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა კლიმატის ცვლილებებთან და მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ინიციატივებში.
  • უნარების განვითარებით, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობითა და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნით ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება. 

მოსალოდნელი შედეგები


პროექტის ბოლოს მოსალოდნელი შედეგებია:

  • მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის გაძლიერებული ადგილობრივი შესაძლებლობები.
  • სამიზნე რეგიონებში გაზრდილი ინვესტიციები მწვანე გადაწყვეტების, ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ბიზნეს მოდელების მიმართულებით.
  • სამიზნე რეგიონებში სუფთა ენერგიის გამოყენების  ზრდა და ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება.
  • გაძლიერებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან კლიმატთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მონიტორინგში.
  • მოწყვლადი ჯგუფების მისაწვდომობის გაზრდა მწვანე გარდაქმნით წარმოქმნილ სარგებელზე, მათ შორის, მწვანე სამუშაო ადგილებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი
პროექტის მენეჯერი
maya.tskitishvili@undp.org

გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

Impact

START DATE

January 2024

END DATE

December 2027

STATUS

მიმდინარე

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

UNDP

DONORS

DANISH GOV/MIN of FOREIGN AFF

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,893,338

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2024$395,996

2025$94,469

Full Project information(link is external)