ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების გეგმა - ფაზა 2
მიმოხილვა
მონრეალის ოქმისა და ვენის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. ქვეყანამ მიიღო ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირების ორეტაპიანი სტრატეგია და მიზნად დაისახა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების შემცირება 67.5%-ით 2025 წლისთვის, და 97.5%-ით 2030 წლისთვის.
რას ვაკეთებთ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების გეგმის შესრულებაში. მიმდინარე პროექტი, რომელიც ინიციატივის პირველი ფაზის მიღწევებს ეფუძნება, სამი სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება:
- HCFC-ების მიწოდების, მოთხოვნის და ემისიების კონტროლი
- HCFC-ების შეგროვება, გადამუშავება და აღდგენა, მათ შორის ვადაგასული სამაცივრო და კონდიცირების მოწყობილობებიდან
- ბუნებრივი/დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების გამოყენების წახალისება, მათ შორის, ფისკალური ინიციატივებისა და მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის გზით.
საქმიანობა
- სამართლებრივი, მარეგულირებელი და პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრა
- გადამუშავების, აღდგენისა და ხელახლა მოხმარების ქსელის განვითარება და გარემოსდაცვითი ინსპექტორების, ტექნიკოსების და საბაჟო ოფიცრების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება
- სადემონსტრაციო პროექტები ბუნებრივ/ალტერნატიულ მაცივარაგენტზე მომუშავე, დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიების გამოყენებით
- კარგი მომსახურების პრაქტიკის მხარდაჭერა სამაცივრო სექტორში
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები
ლალი თევზაძე
პროექტის მენეჯერი
lali.tevzadze@undp.org
ლიანა თურქია
ფინანსური ასისტენტი
liana.turkia@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
Related Materials
Impact
დამატებითი ინფორმაცია