ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 3
მიმოხილვა
„ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ახორციელებენ. მისი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, არსებული გამოწვევების აღმოფხვრა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და სამართლიანი, თანასწორი და უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა.
პროგრამის მიმდინარე მესამე ეტაპი 2016-2024 წლების მიღწევებსა და გაკვეთილებს ეფუძნება და 2024 წლის ნოემბრიდან 2028 წლის მარტის პერიოდს მოიცავს. მისი მთლიანი ბიუჯეტი 3,187,578.95 აშშ დოლარს (2,947,368.42 ევრო) შეადგენს. აქედან 3,028,200 აშშ დოლარი (2,800,000 ევრო) ფინანსდება ევროკავშირის მიერ, დანარჩენი კი UNDP და OHCHR-ის მიერ.
ჩვენი მიზნები
„ადამიანის უფლებები ყველასთვის - ფაზა 3“ ხელს უწყობს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვას დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტქი+ თემის ინტერესთა გათვალისწინებით.
ამ მრავალმხრივი ინიციატივის განხორციელება ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, გაეროს კონვენციებსა და შეთანხმებებს, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას განსაზღვრავენ.
პროგრამის მესამე ეტაპი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკის, ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების სისტემის დაახლოებისთვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.
- უფლებათა მფლობელების, მათ შორის უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფების უფრო აქტიური მონაწილეობა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და დაცვის საქმეში.
ჩვენი მიდგომა
პროგრამის სტრატეგია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც შემდეგ აქტივობებს ითვალისწინებს:
- სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველთა მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისთვის. ეს მოიცავს ზედამხედველობის არსებული მექანიზმების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობას, რაც ეფექტიან მონიტორინგსა და ანგარიშვალდებულების ზრდას უზრუნველყოფს.
- უფლებათა მფლობელების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტიანად მოითხოვონ თავისი უფლებების დაცვა და შესაბამის ცვლილებებს მიაღწიონ.
- ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება. კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესების არსებითი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
ლადო კავსაძის ქუჩა 3
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ნინო ჯომარჯიძე
ადამიანის უფლებათა პოლიტიკის ეროვნული ექსპერტი/კოორდინატორი
nino.jomarjidze@undp.org
გიგი ბრეგაძე
UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში
gigi.bregadze@undp.org