საქართველო
წვდომა საექსპორტო ბაზრებზე
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას გაძლიერებული ღირებულებათა ჯაჭვების მეშვეობით.
ოთხწლიანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.
რას ვაკეთებთ
ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი შემდეგი ძირითადი საქმიანობებას ახორციელებს:
- მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ სრულყოფილად ისარგებლონ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებით და მისიებით.
- პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირება და საექსპორტო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვება ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
- მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა ისინი გახდნენ ექსპორტიორები ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
- მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების საჭიროებებისა და ხელშემშლელი ფაქტორების შესწავლა მიზნობრივ სექტორებში.
- კონკრეტული ღირებულებათა ჯაჭვის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის შემუშავება მიზნობრივ სექტორებში.
- ღირებულებათა ჯაჭვების მიზნობრივი მხარდაჭერა ევროკავშირის საბაზრო სისტემებთან სავაჭრო კავშირების გაზრდისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
- მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის ზრდა ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
- მაღალი ზრდისა და ექსპორტის პოტენციალის მქონე ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
თარხნიშვილის ქუჩა # 3., 1-ელი შესახვევი
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
გიორგი ციმინტია
პროექტის მენეჯერი
giorgi.tsimintia@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org