მუნიციპალური საინვესტიციო დოკუმენტები
მუნიციპალური საინვესტიციო დოკუმენტები
19 May 2021
წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს ზოგად მახასიათებლებს, ისტორიას, გეოგრაფიას, ბიზნესსა და ტურისტულ პოტენციალს და სხვა ფაქტებს საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის შესახებ. მუნიციპალიტეტების პროფილები შექმნილია პოტენციური ინვესტორებისთვის ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ადგილობრივი შემოსავლების ზრდის და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად.
საინვესტიციო დოკუმენტები მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (AYEG) და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს (LDA Georgia) მონაწილეობით, პროექტის "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.