საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელება
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელება
17 ოქტომბერი 2019
საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის, მიერ მომზადებული შეფასება საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ყველა ძირითად სფეროს მოიცავს.
შეფასება მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ოთხმა სააგენტომ - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა (OHCHR), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2016-2019 წლებში განახორცილა.