ახალგაზრდული ფესტივალი „ადამიანი და პლანეტა“

29 September 2023
People & Planet

ადამიანი & პლანეტა

6-7 ოქტომბერს, ლაგოდეხში გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი „ადამიანი და პლანეტა“, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფართო მხარდაჭერა.  

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

ფესტივალის პროგრამა აგებულია სხვადასხვა ინტერაქტიული და საგანმანათლებლო აქტივობის გარშემო, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოაჩენს საზოგადოების ერთიანობისა და ახალგაზრდების ჩართულობის გადამწყვეტ მნიშვნელობას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, თანასწორი და კლიმატგონივრული მომავლის მშენებლობის საქმეში.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოგვყევით სოციალური მედიაზე: Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, YouTube 

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
დღის წესრიგი
პარასკევი, 6 ოქტომბერი 2023
დროაქტივობაჩატარების ადგილი
14:00-14:30ფესტივალის გახსნალაგოდეხის ისტორიული მუზეუმი 
14:30-16:00

საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე: განათლების უფლება

მომხსენებელი:  ლადო აფხაზავა, მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი
16:30-19:30

ინტერაქტიული თამაში: ჩვენი ევროპული გზა 

წამყვანი:  დავით გორგილაძე, მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი
ფოტოგრაფიის მასტერკლასი მოზარდებისთვის წამყვანი: ლელი ბლაგონრავოვა, ფოტოგრაფილაგოდეხის ისტორიული მუზეუმი
დიდი თამაში: ახალგაზრდული თამაში ადამიანის უფლებებისა და კლიმატის ცვლილების შესახებლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი
20:00თოჯინების თეატრი პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე: „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“კინოთეატრი „სინემა“
შაბათი, 7 ოქტომბერი 2023
14:00-15:00

ბოჩა

პარაოლიმპიური სპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ლაგოდეხისა და სიღნაღის გუნდები

ლაგოდეხის საფეხბურთო სტადიონი