მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული პროექტი „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ინკლუზიური და მწვანე განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებლიანი მმართველობით“ დანიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ოთხწლიანი ინციატივის (2024-2027) მთლიანი ბიუჯეტი 10.8 მილიონ აშშ დოლარს (75 მილიონ დანიურ კრონას) აღწევს. აქედან დაახლოებით 4.29 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში დაგეგმილ აქტივობებს მოხმარდება, 4.27 მილიონი აშშ დოლარი მოლდოვას რესპუბლიკაში დაგეგმილ საქმიანობას, ხოლო დაახლოებით 2.2 მილიონი დოლარი რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებაზე დაიხარჯება.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება და კლიმატგონივრული ეკონომიკის განვითარება ტერიტორიებზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელის დანერგვის გზით.
რას ვაკეთებთ
საქართველოში პროექტი ხორციელდება ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში და ხელს უწყობს დემოკრატიული ადგილობრივი მმართველობის განმტკიცებასა და ადგილობრივ განვითარებაში მდგრადი და კლიმატგონივრული მიდგომების დანერგვას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის ზრდას, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი განვითარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის ენერგო აუდიტისა და ენერგოეფექტური მშენებლობის მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთი მიზანია ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება და კლიმატგონივრული ბიზნეს პრაქტიკის შემოღება.
პროექტის ამოცანებია:
- ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის გაუმჯობესება მონაწილეობითი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებით.
- გაუმჯობესებული წვდომა უფრო ინკლუზიურ, ინოვაციურ და ხარისხიან მუნიციპალურ სერვისებზე.
- საზოგადოების მხარდაჭერა ხელი შეუწყონ სოციალურ ერთიანობას და ჩაერთონ მდგრად ადგილობრივ განვითარებაში.
- ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება მწვანე ტრანსფორმაციისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
მაია ცქიტიშვილი
პროექტის მენეჯერი
maya.tskitishvili@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org