გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი. 2020
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი. 2020
3 August 2020
ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით განხორციელებული ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის შედეგები, რომლის მიზანი იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის აღსრულების კონტროლი.
შეფასება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით. პროცესში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები.
შედეგად მომზადდა რამდენიმე რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. მათ შორის:
- დამატებითი ღონისძიებების გატარება საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვის დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ.
- სამინისტროს ვებ-გვერდის ფუნქციური დახვეწა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის.
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესება.
- კონსულტაციების დაწყება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების შესატანად, მათ შორის წიაღისეული მოპოვების, გარემოსდაცვითი სქრინინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ცვლილების საკითხებში.