ბლოგის ავტორია იუსტინა კრული, პოლონური ორგანიაციის Urban Workshop ხელმძღვანელი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტი
ურბანული თამაში
12 July 2019
წარმოიდგინეთ, რომ ხართ საჯარო მოხელე და გსურთ მოაწყოთ ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები თქვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ. თქვენი მიზანია ეფექტიანი მუნიციპალური ინვესტიციების განხორციელება, საუკეთესო პარტნიორების მოძიება და ქალაქის აუთვისებელი პოტენციალის გამოვლენა. პრაქტიკულად, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სრული სურათი გაინტერესებთ.
მოქმედი პირების ტრადიციული წრე წინასწარ ცნობილია. მაგრამ როგორ გავითვალისწინოთ იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ წრის მიღმა რჩება? მაგალითად, ახალგაზრდობის, ადგილობრივი ბიზნესის, საგანმანათლებლო სექტორისა და მოსახლეობის სხვა ჯგუფების, რომლებიც, ერთი შეხედვით, თქვენს კონკრეტულ მიზანთან პირდაპირ კავშირში არ არიან.
სწორედ ასეთი ამოცანების ამოხსნას ემსახურება კონსულტაციების ჩატარების ახალი მოდელი - ურბანული თამაში.
რა არის ეს და როგორ იყნებს ამ ინოვაციურ ხერხს ქალაქი რუსთავი, წაიკითხეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საერთაშორისო კონსულტანტის, იუსტინა კრულის ბლოგში.